Pages

Thursday, June 29, 2017

როგორი ინტერიერი დახვდებათ აპლიკანტებს საგამოცდო სექტორში - გამოცდები 2017

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს იწყება. აბიტურიენტებთან ერთად გამოცდებში ეტაპობრივად მაგისტრობის მსურველები, სტუდენტები და პედაგოგები ჩაერთვებიან. 

წელს საქართველოს მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი, აქედან 10 თბილისში იფუნქციონირებს. თბილისის საგამოცდო ცენტრებს 103-ე სკოლა წელს დაემატა. ქუთაისში 3 საგამოცდო ცენტრია გახსნილი, დანარჩენ საგამოცდო ქალაქებში კი თითო-თითო. ყველაზე დიდ საგამოცდო ცენტრად ისევ ტექნიკური უნივერსიტეტი რჩება, სადაც 60 სექტორია განთავსებული.

შარშანდელის მსგავსად, წელსაც ეროვნული გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება. გამოცდების ელექტრონულმა ფორმატმა საგამოცდო სექტორის ინტერიერი შეცვალა.

''ელექტორნული პროგრამა ძალიან მარტივი მოსახმარია. მხოლოდ ორი ღილაკის გამოყენებაა საჭირო იმისთვის, რომ გვერდიდან გვერდზე გადაფურცლონ აპლიკანტებმა ელექტრონული ბუკლეტი,'' - აღნიშნავენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივლისს დასრულდება.


ასეთი იქნება საგამოცდო სექტორის ინტერიერი

etaloni.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                              ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება



No comments:

Post a Comment