Pages

Thursday, June 29, 2017

ალექსანდრე ჯეჯელავამ მოსწავლეებთან ერთად იმღერა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა დღეს წყნეთში მდებარე ბაქსვუდის სკოლაში იმყოფებოდა და ბაქსვუდის საზაფხულო ბანაკის ბავშვებს შეხვდა. 

მინისტრი ბანაკში მყოფ ბავშვებს გაესაუბრა, მათ მიერ განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობას გაეცნო და მათთან ერთად სიმღერაც შეასრულა.   
 

შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე ჯეჯელავამ მცირეკონტიგენტიანი სკოლების მოსწავლეებს სიტყვით მიმართა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.  

ბაქსვუდის საზაფხულო ბანაკში წელს 130-დან 300-მდე მოსწავლე ისვენებს. ისინი მცირეკონტიგენტიან სკოლებს წარმოადგენენ და მათი შერჩევა მე-7 მე-8 და მე-9 კლასებიდან მოხდა.  

ბანაკის განხორციელება სოციალურ ინტეგრაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უნცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობასა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას ისახავს მიზნად. 
 etaloni.ge

No comments:

Post a Comment