Pages

Sunday, June 25, 2017

ვაჟა-ფშაველაზე სროლისას დაჭრილი ახალგაზრდა გარდაიცვალა

27 წლის გიორგი ფიცხელიანი, რომელიც ცოტა ხნის წინ, ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტალში ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

შემთხვევა, 24 ივნისს, დაახლოებით 23:40 საათზე მოხდა. ​ადგილობრივების განცხადებით, მათ 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ გარდაცვლილს სამი ტყვია მოხვდა ყელის, მხრის და მუცლის არეში.
მათივე ნაამბობით, ჩხუბის ხმა არავის გაუგია. მხოლოდ ის დაინახეს, რომ ახალგაზრდა ბიჭს მოსდევდნენ. ბოლოს კი ბავშვებით სავსე სტადიონზე ესროლეს.

ექსპერტ-კრიმინალისტები ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ.
ეჭვმიტანილი ჯერ დაკავებული არ არის. ამჟამად სამძებრო ღონისძიებები ტარდება.

შსს-ში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ. როგორც imedinews-ს უწყებაში განუცხადეს, გამოძიება უკვე დაწყებულია 108-ე და 236-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment