Pages

Sunday, June 25, 2017

ფედერერის 92-ე ტიტული

როჯერ ფედერერმა გერმანიის ქალაქ ჰალეს ტურნირი მოიგო, რითაც კარიერაში 92-ე ტიტულს დაეუფლა.
შვეიცარიელმა ფინალში მისთვის უხერხულ მეტოქეს, გერმანელ ალექსანდრ ზვერევის ამჯერად მარტივად, ორ სეტში – 6:1, 6:3 სძლია.
35 წლის ჩოგბურთელმა ჰალეს ტურნირი მეცხრედ მოიგო, რითაც ​ ნადალს რეკორდში ჩაეზიარა. აქამდე მხოლოდ ესპანელს ჰქონდა ერთი და იგივე ტურნირის ცხრა თასი მოპოვებული.
წლევანდელ სეზონში ეს ფედერერის მეოთხე ტიტულია. მან წელს კარიერაში მე-18 დიდი სლემი – ავსტრალიის ღია პირველობა და ინდიან უელსისა და მაიამის მასტერსები მოიგო.
sporter.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                                 ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment