Pages

Thursday, June 29, 2017

თბილისის რამდენიმე უბანში ძლიერი წვიმაა

თბილისის რამდენიმე უბანში ძლიერი წვიმაა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, საქართველოში არამდგრადი ამინდი ხვალაც შენარჩუნდება. მათივე ინფორმაციით, ძლიერი წვიმაა თავისუფლების მოედანზე, ვარკეთილში, აფრიკის დასახლებაში, წვიმს რუსთავის ტერიტორიაზე, მარტყოფშიც და მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ავჭალაში. 

”ხვალაც დღის მეორე ნახევარში, დასავლეთის ზოგიერთ და აღმოსავლეთის უმეტეს რაიონში ღამისა და საღამოს საათებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. პირველი ივლისიდან მთელ საქართველოში გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს”, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში. 

მათივე ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში სანაპირო რაიონებში ხვალ მაქსიმალური ტემპერატურა 23-25 გრადუსია მოსალოდნელი, კოლხეთის დაბლობსა და ზემო იმერეთში მოსალოდნელია 28-30 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა იქნება 27-32 გრადუსი. დედაქალაქში დროგამოშვებით ხვალ დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი, შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დედაქალაქში იქნება 30-32 გრადუსი. 
ipn.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                              ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment