Pages

Friday, June 30, 2017

ექსპერტებმა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება დაადასტურეს

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ, გაეროს სპეციალისტებთან ერთად, სირიაში 4 აპრილს ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი დაადასტურა. ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. დოკუმენტის მიხედვით, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ჰან შეიჰუნის მაცხოვრებლების უმრავლესობა გაზი ზარინის ან მისი მსგავსი შემადგენლობის ნივთერების შედეგად მოიწამლა. სპეციალისტების განმარტებით, ამგვარი დასკვნის საფუძველს მათ ის დაზიანებები აძლევთ, რომელიც დაშავებულებსა და გარდაცვლილებს აღენიშნებოდათ. კომისია ახლა იმის დადგენას ცდილობს ვინ გამოიყენა ქიმიური იარაღი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ და რა პასუხისმგებლობას ეკისრება მომხდარში ოფიციალური დამასკოს.
2016 წლის 4 აპრილს ჰან შეიჰუნში ქიმიური იარაღის გამოყენებაში სირიის სამთავრობო ძალები არიან ეჭვმიტანილები. 3 თვის წინ განვითარებული მოვლენებისას, იდლიბის პროვინციაში 87 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 30 მცირეწლოვანი. ქიმიური იარაღის შედეგად დაშავებულთა რიცხვი კი 550 ადამიანს შეადგენს. 
4 აპრილს , იდლიბის პროვინციაში განვითარებულ მოვლენებს , ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment