ცნობილი ამერიკელი ჩოგბურთელი, ვენუს უილიამსი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე გახდა, რომლის შედეგადაც 78 წლის კაცი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს.
ავარია ფლორიდის შტატის ქალაქ პალმ-ბიჩში 9 ივნისს მოხდა. ამერიკული მედიის ცნობით, ავტომობილი, რომელსაც უილიამსი მართავდა, გზაჯვარედინზე სხვა ავტომობილს შეეჯახა, რომელშიც 78 წლის ჯერომ ბარსონი და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ.
დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის 2 კვირის შემდეგ გარდაიცვალა. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო მისმა მეუღლემაც. თუმცა ექიმების ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიცია მიიჩნევს, რომ ავარია 37 წლის სპორტსმენის გამო მოხდა, რომელმაც სხვა ავტომობილს გზა არ დაუთმო.
უილიამსის ადვოკატები კი თავის მხრივ აცხადებენ, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო.
imedienws.ge
No comments:
Post a Comment