ნატოს 15 წევრი ქვეყანა ავღანეთში დამატებით ძალებს გააგზავნის- ამის შესახებ განცხადება ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გააკეთა. ინფორმაციას TOLO News ავრცელებს.
სტოლტენბერგის განმარტებით, აღნიშნული ძალები დამხმარე ამოცანებს შეასრულებენ. ამასთან, გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ 15 ქვეყნის მაგალითს ალიანსის სხვა წევრებიც მიბაძავენ.
ამ დროისთვის ავღანეთში 8500 ამერიკელი ჯარისკაცი და ნატოს წევრი ქვეყნების 4500 სამხედრო პირი იმყოფება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment