საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში ორმა პირმა ცეცხლი გახსნა. შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით BBC წერს.
ტულუზას პოლიციის ცნობით, ინციდენტი რეინერის რაიონში მოხდა. თავდამსხმელები მოტოციკლებით გადაადგილდებოდნენ.
France 3-ის ინფორმაციით, ერთ-ერთს ტრადიციული მუსლიმური ტანსაცმელი ეცვა.
ადგილობრივი მედია პრეფექტურაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ სროლა ტერორიზმს არ უკავშირდება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment