ტერმინი “პროფესიული გადაწვა” (burn out) ამერიკელ ფსიქოლოგს ჰერბერტ ფრეიდენბერგერს ეკუთვნის. 1970-იან წლებში მას ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ზემო ისტ-საიდის რაიონში კერძო პრაქტიკა ჰქონდა. მისი კლიენტების უმრავლესობა წარმატებული ადამიანები იყვნენ, მაგრამ იმავდროულად საკუთარი სამუშაოსადმი გულგრილობით და ზოგჯერ ზიზღითაც გამოირჩეოდნენ. მათი ისტორიები ფრეიდენბერგერმა თავის წიგნში “გადაწვა: დიდი მიღწევებისთვის გადახდილი მაღალი ფასი” შეიტანა. წიგნი 1980-იან წლებში გამოქვეყნდა და ბესტსელერად იქცა.
რა ნიშნავს გადაწვა?
გადაწვა - ხანგრძლივი სტრესით გამოწვეული გამოფიტულობაა. არა დაავადება, არამედ სინდრომი, ფსიქოლოგიური და ფიზიკური პრობლემების ერთგვარი კომპლექსი. მართალია, ის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაავადებათა ჩამონათვალში არ არის, მაგრამ ფსიქოლოგები ამ ტერმინს დიდი ხანია იყენებენ და თავად პრობლემაც საკმარისად შესწავლილია.
პროფესიული გადაწვის მთავარი სიმპტომებია: ტანჯვის განცდა, პროდუქტიულობის ვარდნა და პროფესიული ცინიზმი - ცივი, გულგრილი დამოკიდებულება საკუთარი სამუშაოს, კლიენტების და კოლეგების მიმართ. ზოგიერთი ფსიქიატრი ამ სიას კიდევ ერთ, წინააღმდეგობრივ რეაქციასაც უმატებს - სამუშაოთი შეპყრობილობა ენერგიის არარსებობის ფონზე.

ეს სინდრომი ყველას აქვს ვინც ბევრს მუშაობს?
მეტნაკლებად. ყველაზე რთულ მდგომარეობაში არიან ისინი, ვისი სამუშაოც - ადამიანების დახმარებაა, რადგან პროფესიული გადაწვა დაკავშირებულია არამხოლოდ გადაღლასთან, არამედ მაღალ ემოციურ დატვირთვასთან, რომელსაც ყველა ვერ უძლებს. სინდრომი ხშირია ექიმებში, ფსიქოლოგებში, მასწავლებლებში, სოციალურ მუშაკებში, საქველმოქმედო ფონდების თანამშრომლებში და პოლიციელებში. გადაწვის დროს მათ ხშირად უჩნდებათ დეპერსონალიზება - ერთგვარი დამცავი რეაქცია და პროფდეფორმაცია: უემოციო დამოკიდებულება კლიენტებისადმი, მათი ადამიანურად აღქმის უუნარობა.
ბოლო დროს გადაწვას უფრო ფართო კონტექსში განიხილავენ. ამ პრობლემამ შეიძლება ნებისმიერი ისეთი ადამიანი შეაწუხოს, ვისი სამუშაოც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. და საქმე მხოლოდ სამსახურში არ არის. არსებობს მშობლის გადაწვის სინდრომი, რომელიც განსაკუთრებულად მტკივნეულია გამორჩეული ბავშვების დედ-მამისათვის: მათ შეიძლება გაუჩნდეთ განცდა, რომ ხაფანგში არიან და მთელი მათი ცხოვრება სხვა არაფერია თუ არა ბავშვის “მომსახურების” აუცილებლობა.

ყველა ჩემი ნაცნობი უმკლავდება პრობლემას და მე - ვერ. რატომ?
სინამდვილეში, ყველა ვერ უმკლავდება. კვლევების თანახმად, სულ ცოტა აშშ-სა და ევროპაში, სადაც საკითხს 1970-იანი წლებიდან სწავლობენ, პროფესიული გადაწვის სინდრომი ყოველი მესამე ადამიანის პრობლემაა. ყველაფერი სიტუაციაზეა დამოკიდებული. შეიძლება თქვენი სამუშაო თქვენთვის ზედმეტად დიდ ემოციურ ჩართულობას და ადამიანებთან ინტენსიურ კონტაქტს მოითხოვს. გადაწვის ხარისხზე მოქმედებს სამუშაოს მონოტონურობა და ცხადი შედეგების არარსებობა. შესაბამისად სინდრომის კიდევ ერთი შედეგი იმედგაცრუება და საკუთარი მიღწევების გაუფასურებაა.
გადაწვის სიმპტომების ჩამონათვალი არსებობს?
მკაფიო სია არ არსებობს. ყველაფერი ინდივიდუალურია. პირველ რიგში, ეს არის ქრონიკული დაღლილობა და დათრგუნულობა. გარდა ამისა, გადაწვის სინდრომით “დაავადებულებს” უვითარდებათ უძილობა, შფოთი, თავის ტკივილი, უქვეითდებათ ყურადღების და ამოცანებზე კონცენტრირების უნარი, ჭამის მადა, იოლად ღიზიანდებიან.
აღწერით დეპრესიას ჰგავს. ნამდვილად სხვა სინდრომია?
კლინიკური ნიშნებით გადაწვა და დეპრესია ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ამიტომ მათ ხშირად ერთმანეთთან დაკავშირებულ პრობლემებად განიხილავენ. თუმცა, არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებს სხვაობას დეპრესიას და პროფესიულ გადაწვას შორის. მაგალითად, კანადელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ აღმოაჩინეს გადაწვის “ბიომარკერი” - სისხლში კორტიზოლის დონე. კორტიზოლს სტრესის ჰორმონსაც უწოდებენ: რაც უფრო დიდია სტრესი, მით უფრო მაღალია სისხლში კორტიზოლის დონე. მეცნიერების თქმით, დეპრესიას კორტიზოლის სიჭარბე ახლავს, ხოლო გადაწვის სინდრომს, პირიქით მისი ნაკლებობა - ორგანიზმი თითქოს ფარხმალს ყრის. მაგრამ დიაგნოზის დასმის დროს ექიმები მაინც ორიენტირებულები არიან საერთო სურათსა და სიმპტომებზე.
როგორ შევამოწმო რამდენად “გადავიწვი”?
არსებობს სპეციალური ტესტები, რომელთა შევსება ინტრნეტით შეიძლება. მაგალითად “მასლაჩის კითხვარი”. ამერიკელმა ფსიქოლოგებმა ის ჯერ კიდევ 20 წლის წინ შექმნეს. არსებობს ცალკეული ტესტები მედიცინის მუშაკებისთვის და სამართალდამცველებისთვის.
მგონი გადავიწვი. რა ვქნა?
ასეთ დროს ბევრი იწყებს ფიქრს სამსახურის ან სულაც პროფესიის შეცვლაზე. ჯერ ერთი, ეს ყველასთვის გამოსავალი არ არის, და მეორეც, პრობლემა, როგორც ჩანს არა მხოლოდ სამუშაოშია, არამედ თქვენ დამოკიდებულებაში ამ სამუშაოს მიმართ. რა თქმა უნდა, თუკი თქვენ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებით, კერძოდ, ექიმების, მასწავლებლების, ცხელი ხზის თანამშრომლების და ასე შემდეგ, საქმის სპეციფიკას ვერსად გაექცევით. ამიტომ, აქ მხარდაჭერის ჯგუფები, წვრთნები, და ფსიქოთერაპიაც დაგეხმარებათ.
შეეცადეთ გაიგოთ, ყველაზე მეტად რა იწვევს თქვენში სტრესს და ნუ გეშინიათ მისი განხილვა ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან - ერთად იოლად იპოვნით გამოსავალს. გაიხსენეთ, რისთვის გიყვართ თქვენი სამუშაო და ამ აზრზე კონცენტრირებას შეეცადეთ. ექსპერტების რჩევაა ასევე სამუშაო დღის განმავლობაში ცოტა ხნით შეისვენოთ რამე სასიამოვნო საქმის გასაკეთებლად.
დანარჩენზე დაგეხმარებათ ეგრეთ წოდებული work-life balance: შეეცადეთ პროცესები ისე დაალაგოთ, რომ სამსახურში არ იცხოვროთ. აუცილებლად, მოძებნეთ დრო საყვარელი საქმისთვის, რომელიც პროფესიას არ უკავშირდება. აუცილებლად დაისვენეთ და არ შეამოწმოთ სამუშაო ფოსტა ღამით, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის.

ხელმძღვანელი თუ ვარ როგორ დავიცვა კოლექტივი “გადაწვისგან”?
დასაწყისისთვის, კარგია რომ ამაზე ფიქრობთ, რადგან ეს საკითხი ნამდვილად აწუხებთ თქვენს ქვეშევრდომებს: სოციოლოგიურ კვლევების თანახმად, მსოფლიოში მომუშავე ადამიანების 53% დღეს უფრო ახლოსაა “გადაწვასთან”, ვიდრე ხუთი წლის. ამ დროს მნიშვნელოვანია, ყურადღებით დააკვირდეთ განწყობებს გუნდში და მკაფიო ამოცანები დასახოთ: გადაწვა ხშირად ხდება იქ, სადაც თანამშრომელს ბოლომდე არ ესმის მისი პასუხისმგებლობის არეალიდა ცდილობს თავის თავზე იმაზე მეტის აღებას, ვიდრე მისგან ელით. კარგი გამოსავალია - ფოკუსის შეცვლა. თუკი ვიღაც რუტინაში გაება და დიდი ხანია ერთსა და იმავეს აკეთებს, თანაც სულ უფრო ნაკლები ენთუზიაზმით, მას ახალი ამოცანები დაუსახეთ, ოღონდ უფრო მეტად არ დატვირთოთ, არამედ მობეზრებული საქმე ახლით შეუცვალეთ.
წახალისება ნამდვილად მოქმედებს. ლაპარაკი მხოლოდ ბონუსებზე არ არის. თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ თქვენ მათ წარმატებებს ამჩნევთ. ეს ყველაფერი ქმნის ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროს, სადაც ყველამ იცის, რომ თავის ადგილზეა. და რა თქმა უნდა, შეეცადეთ შეუძლებელი არ მოითხოვოთ და საკუთარი მაგალითით აჩვენეთ სხვებს, რომ სამუშაო მარათონი და გარბენების სერია არ არის. თუკი თქვენ 24 საათი ჩართული ხართ სამუშაო პროცესში, თანამშრომლებს დანაშაულის განცდა ექნებათ. და ბოლოს, საკუთარ თავზეც იფიქრეთ, რადგან გადაწვისგან არც თქვენ ხართ დაზღვეული.

imedinews.ge
No comments:
Post a Comment