გერმანიაში, ბავარიის პოლიციამ სამგზავრო ავტობუსის სატვირთო ავტომობილთან შეჯახების შედეგად 18 ადამიანის დაღუპვა დაადასტურა, 30 დაშავებულია, - წერს BBC.
"სამწუხაროდ, ბევრი დაღუპული ტურისტი საქსონიიდან არიან", - განაცხადა გერმანისი ხელისუფლების წარმომადგენელმა ბავარიაში შტეფენ ზაიბერტმა.
ანგელა მერკელმა დაღუპულების ოჯახის წევრებს უკვე მიუსამძიმრა.
თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავარიის შედეგად უგზოუკვლოდ დაიკარგა 17 ადამიანი და 31 დაშავდა.
ავარიის დროს ავტობუსში 48 მგზავრი იმყოფებოდა. ამჟამად ადგილზე მობილიზებულები არიან მაშველები, სასწრაფო დახმარების მანქანები და რამდენიმე ვერტმფრენიც.
No comments:
Post a Comment