ბელგიაში სულ 251 კრიმინალური დაჯგუფებაა, რომელთა წინააღმდეგაც პოლიცია გამოძიებებს აწარმოებს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Brussels Timesპოლიციაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ბელგიაში იდენტიფიცირებული კრიმინალური დაჯგუფებების 37% ბრიუსელში საქმიანობს, 35% - ანტვერპენში, ხოლო 9% ლიეჟის ოლქში. კრიმინალების საშუალო ასაკი 41 წელია. რაც შეეხება გენდერს, დამნაშავეთა 86% კაცია.
მათი დანაშაულებები მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა ნარკოტიკებით ვაჭრობა, სხვადასხვა ტიპის თაღლითობები და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის გათეთრება.
ბელგიაში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფებების 70%-ზე მეტი დამნაშავეებად საერთაშორისო დონეზე არიან მიჩნეულნი.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment