Pages

Monday, July 3, 2017

მეცნიერებმა მობილური აპლიკაცია შექმნეს, რომელიც ჭკუასუსტობის რისკებს ამცირებს

კემბრიჯის უნივერისტეტის მეცნიერების ჯგუფმა მობილური აპლიკაცია შექმნა, რომელიც ჭკუასუსტობის (დემენციის) რისკის შემცირებას უწყობს ხელს. ამის შესახებ ჟურნალი International Journal of Neuropsychopharmacology წერს.
სპეციალისტებმა მეხსიერების გაუმჯობესების ახალი ხერხი მოიგონეს ადამიანებისთვის, რომლებიც ზომიერი კოგნიტური აშლილობით იტანჯებიან. აღნიშნულ დაავადებასთან ბრძოლის მეთოდებს ძირითადად მუდმივად აკრიტიკებენ, რადგანაც პაციენტი სავარჯიშოების შესრულების დროს მალე იწყენს და მოტივაციას კარგავს.
სწორედ ამიტომაც მეცნიერებმა სმარტფონებისთვის თამაში შექმნეს, სადაც პაციენტებმა ამოცანები უნდა შესრულონ და მონეტები გამოიმუშავონ. კვლევაში მონაწილეობა სულ 42-მა ადამიანმა მიიღო, რომლებსაც ზომიერი კოგნიტური აშლილობით აქვთ. მათი ნაწილი 4 კვირის განმავლობაში ამოცანებს გაჯეტებში ასრულებდა, დანარჩენები კი სავარჯიშოების შესასრულებლად კლინიკას სტუმრობდნენ.
ცდის შედეგებმა აჩვენა, რომ თამაშის დროს პაციენტები ამოცანას უფრო სწრაფად ასრულებდნენ და შეცდომებს 4-ჯერ ნაკლებად უშვებდნენ. საბოლოო ჯამში, მათი მეხსიერების მაჩვენებელი 40%-ით  გაუმჯობესდა.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment