თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, შემზარავი მკვლელობა მოხდა. 19 წლის გოგონას ცხედარი საცხოვრებელ სახლში იპოვეს. თვითმხილველების თქმით, მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. ჭრილობები ცივი იარაღით იყო მიყენებული.
მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ უკვე დააკავა გარდაცვლილის ბიძაშვილი რ.ა. სწორედ მასთან ერთად ცხოვრობდა მოკლული გოგონა დეიდის სახლში. როგორც მეზობლები ყვებიან მკვლელობის შემდეგ გარდაცვლილის ბიძაშვილი დაკარგული იყო და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. სამართალდამცველებმა ის ფოთში დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულმა დანაშაული უკვე აღიარა.
გარდაცვლილი გოგონა სახლში სწორედ ბიძაშვილის მეგობრებმა იპოვეს, რომლებიც თავად ამ ბიჭს ეძებნდნენ.
მოკლული გოგონა, 19 წლის ანა ხელაძეა.
იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. 19 წლის ანა ფარიკაობით იყო გატაცებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზნაძის ქუჩაზე ,მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
No comments:
Post a Comment