Pages

Tuesday, July 18, 2017

ავარიის შედეგად დაშავებული ქართველი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თურქეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა

თურქეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქართველი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, გარდაცვლილის გადმოსვენების პროცედურები დაწყებულია. 

რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხევვის შედეგად დაშავებულ საქართველოს ოთხ მოქალაქეს, უწყების ინფორმაციით, ისინი კვლავ თურქეთის კლინიკაში რჩებიან. 

ავტოსაგზაო შემთხევა 16 ივლისს, ტრაპიზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. გასტროლებზე ბულგარეთში მიმავალი ავტობუსი, რომელშიც 38 ადამიანი იმყოფებოდა, გზიდან გადავიდა და ამობრუნდა. 

როგორც ცნობილია, კიდევ ერთ დაშავებულ ქალს, რომელიც ერთ-ერთი ბავშვის მშობელია, ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. 
ipn.ge

👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment