Pages

Saturday, July 1, 2017

რომელი დარღვევა დაგიჯდებათ ყველაზე ”ძვირი”?

გადაცემას “კანონის ფარგლებში” საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის  თბილისის სახაზო საპატრულო  სამმართველოს უფროსის მოადგილე გრიგოლ შაბურიშვილი ესტუმრა.
კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ მოსახლეობას თუ როდიდან შედის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა სისტემა?
2017 წლის პირველი ივლისიდან ცვლილებები უკვე ძალაში იქნება.
მართვის მოწმობაზე დარიცხული 100 ქულა რამდენი ხანია ძალაში?
2017 წლის პირველ ივლისს დარიცხული ქულები ძალაში იქნება პირველ იანვრამდე, ხოლო ამის შემდეგ ქულების დარიცხვა მოხდება იანვრიდან იანვრამდე. ძალიან ბევრი წვრილმანის გათვალისწინება იყო საჭირო, სამუშაო პროცესი შრომატევადი და რთული იყო. განახლებისა და ცვლილებების პროცესი მუდმივად გაგრძელდება.
რა ხდება 100 ქულის ამოწურვის შემთხვევაში?
ასი ქულის ამოწურვა მაშინ ხდება, როდესაც ქულათა რაოდენობა გაუტოლდება ნულს ან ”გადავა მინუსებში”. ხდება მართვის უფლების შეჩერება ერთი წლით. მართვის უფლების ერთი წლის შემდეგ ავტომატურად განახლდება. თუმცა, მძღოლს, რომელსაც შეუჩერდება მართვის უფლება, შეუძლია მეორე დღესვე წავიდეს და ჩააბაროს როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული გამოცდა. თუმცა, წელიწადში ეს უფლება მძღოლს მხოლოდ ერთხელ ექნება მინიჭებული.
რა წესი ვრცელდება შემთხვევაზე, თუკი მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში მართავს ავტომობილს?
აღნიშნული სამართალდაღრვევა ითვალისწინებს 6 თვის ვადით მართვის უფლების შეჩერებას. მართვის უფლების აღდგენის სამართლებრივი საფუძველი ორ შემთხვევაში წარმოიქმნება, თუმცა მხოლოდ სამი თვის შემდეგ. ერთ შემთხვევაში ხდება თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება, ხოლო მეორე შემთხვევა ითვალისწინებს 1000 ლარიანი ჯარიმით შეცვლას, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ინდივიდუალურად განიხილავს.
რომელ დარღვევაზე ჩამოეჭრება დამრღვევ მძღოლს ყველაზე მაღალი ქულა?
ყველაზე მაღალი ქულა მიენიჭა წინასწარი შეცნობით მართვის უფლების გადაცემას ნასვამი მძღოლისთვის და ამ შემთხვევის განმეორება წლის განმავლობაში. წინასწარი შეცნობა გულისხმობს იმას, როდესაც იცით, რომ ავტომობილს ნასვამი მძღოლი მართავს და მის გვერდით ზიხართ.
რომელია ყველაზე გახშირებული დარღვევა და რამდენი ქულის ჩამოჭრას ითვალისწინებს აღნიშნული დარღვევა?
დღევანდელი პრაქტიკიდან გამომდინარე ყველაზე ხშირია დგომა-გაჩერების წესების დარღვევა და უნდა გითხრათ, რომ ეს დარღვევა არ ითვალისწინებს ქულების კლებას. შემდეგი ყველაზე გავრცელებული დარღვევებია მობილურით სარგებლობა და ღვედის გამოუყენებლობა. ღვედის გამოყენებას თავისი წესები აქვს და მხოლოდ მხარზე გადადებული უსაფრთხოების ღვედი, რასაკვირველია მის სწორად გამოყენებაში არ ჩაითვლება. ხშირია ღერძულა ხაზის გადაკვეთის ფაქტებიც, თუმცა რაოდენობრივად უფრო ნაკლებია. მოხდა აღნიშნული სამართალდაღრვევის დიფრენცირება – თუკი ავტომობილი ღერძულა ხაზს ნაწილობრივ გადაკვეთს და უბრუნდება თავის სამოძრაო ზოლს განსხვავდება იმისგან, როდესაც ავტომობილი მთლიანად ტოვებს სამოძრაო ზოლს და გადადის საპირისპირო მხარეს, ეს უკანასკნელი უფრო მკაცრად ისჯება.
აკლდება თუ არა მძღოლს ქულები თუკი არღვევს ბავშვის გადაყვანის წესს?
დიახ, ქულათა სისტემაში აღნიშნული სამართალდარღვევა გათვალისიწნებულია. სამ წლამდე ასაკის ბავშვი უნდა იჯდეს მისთვის განკუთვნილ სავარძელში. თუკი ავტომობილში არ არის სავარძელი, უკან მჯდომ მგზავრს აქვს უფლება ჩაისვას სამ წლამდე ასაკის ბავშვი კალთაში. თუმცა მას აუცილებლად ღვედი უნდა ჰქონდეს შეკრული. 12 წლამდე ასაკის ბავშვი არ უნდა იჯდეს წინა სავარძელზე.
როგორ გააკონტროლებს მძღოლი ქულების რაოდენობას?
მძღოლს მიუვა მოკლე ტექსტური შეტყობინება ორჯერ – ერთხელ როდესაც ქულათა რაოდენობა 50-ს ჩამოსცდება და მეორედ, როდესაც ქულათა რაოდენობა 20-ს ჩამოსცდება. გარდა ამისა, მუდმივად შეეძლებათ მძღოლებს ინტერნეტში ქულების რაოდენობის შემოწმება.
რას ნიშნავს უკონტაქტო პატრულირება და საქართველოს მასშტაბით რომელ მონაკვეთებზეგანისაზღვრა უკონტაქტო პატრულირების არეალი?
უკონტაქტო პატრულირება საქართველოს პრაქტიკაში პირველად ინერგება, თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან ეფექტურად მუშაობს. როგორც წესი, მძღოლები საპატრულო პოლიციის ავტომობილის დანახვისას არ არღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს. უკონტაქტო პატრულს კი ამოსაცნობი ნიშნები არ ექნება, ის აღჭურვილი იქნება ფოტო და ვიდეო ტექნიკით. კონკრეტული მონაკვეთების თავსა და ბოლოში იქნება მითითებები, რომლებითაც მოხდება მძღოლების გაფრთხილება აღნიშნულის შესახებ. საპატრულო პოლიციის მიერ ისეთი მონაკვეთები შეირჩევა, სადაც ყველაზე მეტი სამართალდარღვევა ხდება. კანონი ამ შემთხვევაში პრევენციულ ხასიათს უფრო ატარებს.
მოქმედებს თუ არა ვიდეოჯარიმები ქულათა სისტემაზე?
არ მოქმედებს. ამ დროს რთულია იმის იდენტიფიცირება, თუ ვინ მართავს ავტომობილს. ასეთი დარღვევისას დაიწერება საჯარიმო ქვითარი. ქულები მხოლოდ მაშინ მოაკლდებათ მძღოლებს, როდესაც მათ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გააჩერებს.
როგორ მიიღებენ მძღოლები ინფორმაციას უკონტაქტო პატრულირების შედეგად დაჯარიმებისშემთხვევაში?
ისევე, როგორც ხდება ვიდეო ჯარიმების მიღება – სმს-ს შეტყობინებითა და საფოსტო გზავნილით. ყველა შემთხვევაში სამართალდარღვევას ახლავს ფოტო და ვიდეო მხარდაჭერა.
რა ხდება სხვა ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობით საქართველოს ტერიტორიაზე სიარულის შემთხვევაში?
ასი ქულის მინიჭება საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში მოხდება და რამდენ ხანსაც დარჩება ჩვენს ქვეყანაში, იმ პერიოდზე გავრცელდება დარიცხული ქულები.
http://autoradio.ge/

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                              ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება




No comments:

Post a Comment