Pages

Saturday, July 1, 2017

ნოვაკ ჯოკოვიჩმა სეზონში მეორე ტურნირი მოიგო

მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა წარმატებით გაიარა ბოლო რეპეტიცია "დიდი სლემის" მესამე ტურნირის - უიმბლდონის წინ. სერბმა ისთბურნის ტურნირის ფინალში საათსა და 16 წუთში დაამარცხა ფრანგი გაელ მონფილსი - 6:3, 6:4. ჯოკოვიჩმა სამი ბრეიკ-პოინტის საფრთხე მოიგერია, თავად კი სამჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.
აღსანიშნავია, რომ ნოვაკი და გაელი მეთოთხმეტედ შეხვდნენ ერთმანეთს და სერბს ყველა შეხვედრა მოგებული აქვს.
ეს არის პირველი ტიტული ჯოკოვიჩისთვის იანვრის შემდეგ, როცა დოჰაში მოუგო ფინალი რაფაელ ნადალს, სულ კი კარიერაში 68-ჯერ გაიმარჯვა.
უიმბლდონის ტურნირი 3 ივლისს იწყება.
1tv.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                              ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment