Pages

Tuesday, July 11, 2017

ორენოვანი მასწავლებლების კონკურსი იწყება

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი, ორენოვანი დამხმარე მასწავლებლების შესარჩევი კონკურსი იწყება. კონკურსი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის “არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარება“ ფარგლებში ტარდება და მასში მონაწილეობა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის, "1+4" ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ.
პროექტი დღეს საქართველოს ვიცე პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ბენეფიციარებს და ჟურნალისტებს წარუდგინეს.
შერჩეული დამხმარე მასწავლებლები გადანაწილდებიან ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში, სადაც სახელმწიფო ენის სწავლება განსაკუთრებულ წახალისებას საჭიროებს. ისინი ადგილობრივ მასწავლებლებს დაეხმარებიან ენისა და საგნის ინტეგრირებული გაკვეთილების დაგეგმვასა და ჩატარებაში.
კონკურში მონაწილეობის მისაღებად 10 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით განაცხადის გაკეთება შესაძლებელია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე.
კანდიდატმა უნდა წარადგინოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრის დიპლომი და ქართულ ენაში მომზადების სერტიფიკატი.
მასწავლებელთა შესარჩევად გათვალისწინებულია ორი ეტაპი: განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.
შერჩეული კანდიდატები სკოლებში გადანაწილებამდე გაივლიან ინტენსიურ მომზადებას. მათ ორი წლის განმავლობაში დაენიშნებათ 750 ლარამდე ხელფასი, ხოლო პროგრამის წარმატებულ მონაწილეებს დაუფინანსდებათ სწავლა საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების ან განათლების ადმინისტრირების მიმართულებით სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობით.
mes.gov.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                                     ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment