დამასკოს ცენტრში, ტაჰრირის მოედანზე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. არიან მოკლულები და დაშავებულები, მათი რაოდენობა დაზუსტებული არ არის. ამის შესახებ Reuters იუწყება. წინასწარი ინფორმაციით, თვითმკვლელმა-ტერორისტმა თავი მანქანაში აიფეთქა.
მანამდე სირიელმა ძალოვანებმა ორი ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს.
15 მარტს დამასკოში ორი ტერაქტი მოხდა, რომელსაც 30 ადამიანი ემსხვერპლა.
სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წელს დაიწყო.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment