წყნარი ოკეანის ალიანსში შესაძლოა ახალი წევრები შევიდნენ. კანადა, სინგაპური, ავსტრალია და ახალი ზელანდია სექტემბერში წყნარი ოკეანის ალიანსში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ. ამის შესახებ პერუს პრეზიდენტმა პედრო კიჩინსკიმ განაცხადა. წყნარი ოკეანის ალიანსი 2012 წლის ზაფხულში შეიქმნა და მასში შედიან მექსიკა, ჩილე, კოლუმბია და პერუ. ალიანსი მიზანია წევრი-ქვეყნების ეკონომიკების კონკურენტუნარიანობის გაზრდა და ეკონომიკური ინტეგრაცია.
კოლუმბიის ქალაქ კალიში გამართულ შეხვედრაზე მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ ალიანსის გაფართოების უპირატესობებზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალი წევრების მიღება ალიანსს სამომხმარებლო ბაზრის ათვისების და ეკონომიკური კავშირების დამყარების საშუალებას მისცემს.
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი დედამიწის მოსახლეობის 55%-ს შეადგენს. ამ ქვეყნებში მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდიქტის 38% იწარმოება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment