Pages

Friday, July 28, 2017

სისხლში ტყვიის შემცველობაზე ბავშვებში კვლევა ჩატარდება

სისხლში ტყვიის შემცველობაზე ბავშვებში კვლევა ჩატარდება, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საკვებ პროდუქტებში ტყვიის შემცველობა გადაჭრით არ ნიშნავს, რომ მას ადამიანზე დამაზიანებელი მოქმედება აქვს.

”რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, ხორცპროდუქტების ნაწილში ტყვიის აღმოჩენის შესახებ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ, რა თქმა უნდა, საკვებ პროდუქტებში ტყვიის შემცველობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს გარანტირებულად არ ნიშნავს, რომ მას დამაზიანებელი მოქმედება აქვს მოსახლეობაზე. ჩვენ ცალკე კვლევას ვგეგმავთ და მალე დავიწყებთ; ბავშვებში, განსაკუთრებით არის აქტუალური სისხლში ტყვიის შემცველობა, რაც არის სწორედ განმსაზღვრელი და არა მხოლოდ პროდუქტებში”, - განაცხადა დავით სერგეენკომ. 
ipn.ge

👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად


👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება



No comments:

Post a Comment