Pages

Wednesday, August 23, 2017

„სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის“ 2017 წლის კონკურსის შედეგები

2017 წლის 26 ივლისს „სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის“კონკურსში დარეგისტრირდა 60 საკონკურსო განაცხადი შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში:
  1. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - 23 საკონკურსო განაცხადი
  2. ინჟინერია და ტექნოლოგიები - 5  საკონკურსო განაცხადი
  3. სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები - 4 საკონკურსო განაცხადი
  4. აგრარული მეცნიერებები - 3  საკონკურსო განაცხადი
  5. სოციალური მეცნიერებები - 5 საკონკურსო განაცხადი
  6. ჰუმანიტარული მეცნიერებები - 11 საკონკურსო  განაცხადი
  7. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები - 9 საკონკურსო განაცხადი
2017 წლის 09 აგვისტოს  ფონდში გაიმართა ,,სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 01 აგვისტოს  N105 ბრძანებით  შექმნილი საკონკურსო განაცხადების  შემფასებელი საკონკურსო კომისია. კომისიამ შეაფასა 60 საკონკურსო განაცხადი  ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 26 ივნისის  N81 ,,სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის გამართვის წესის“ ბრძანების მე-9 მუხლით ჯილდოზე წარდგენილი საკონკურსო განაცხადების  შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად და მიიღო გადაწყვეტილება კონკურსში წარდგენილი 60 საკონკურსო განაცხადი შეეფასებინათ შემდეგი  სისტემით. კერძოდ:
A+ - საუკეთესო
A - ძალიან კარგი
B - კარგი
C - დამაკმაყოფილებელი
საკონკურსო კომისიამ გამოავლინა „სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის“ 2017 წლის კონკურსის ექვსივე  ჯილდოს ნომინაციის გამარჯვებულები.
საკონკურსო კომისიის რეკომენდაციით, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი სერტიფიკატებით  აჯილდოებს კონკურსში მონაწილე რიგ მეცნიერებსა და მეცნიერთა ჯგუფებს.
დირექტორის ბრძანება
შეფასებები
სერტიფიკატები

http://rustaveli.org.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment