Pages

Wednesday, August 23, 2017

სოციალური პროგრამის ფარგლებში მაგისტრანტთა დაფინანსების მოპოვებისთვის საჭირო დოკუმენტები

2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მისაღებად წარსადგენი განცხადების ფორმა და დოკუმენტების ნუსხა გამოქვეყნდა.
იხილეთ განცხადების ფორმა და დოკუმენტაციის ნუსხა
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 1000-ზე მეტი სტუდენტისთვის სოციალური გრანტისთვის ჯამში 2.5 მილიონი ლარია გამოყოფილი – ამის შესახებ, EDU.ARIS.GE-ის კითხვაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა. მისივე თქმით, ჯამში ასეთი სულ 16 კატეგორიაა.
მაგისტრებს, დაფინანსების მისაღებად განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარდგენილი უნდა იყოს 2017 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 2016 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.
edu.aris.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment