იტალიაში კუნძულ
ისკიაზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. გარდაცვლილია 2
ადამიანი. კიდევ 10 მოქალაქე სავარაუდოდ ნანგრევებშია მოყოლილი. მათ შორის
სამი მცირეწლოვანი ბავშვია.
დაკარგულების პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. კიდევ 25 მოქალაქე მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში მოათავსეს.
დაზუსტებული
ცნობებით კუნძულ ისკიაზე 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ ღამით
მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. შედეგად
დანგრეულია შენობები. მათ შორის ისტორიული ეკლესიაც.
ღამის
განმავლობაში მიწისქვეშა ბიძგები 10-ჯერ განმეორდა. მთავრობამ მოქალაქეებს
ღამის გათენება ქუჩაში გაშლილ კარვებში ურჩია. კუნძულის მცხოვრებლებს არ
მიეწოდებათ ელექტროენერგია. ადგილობრივი მაშველების დასახმარებლად უკვე
გაგზავნილია დამატებითი ძალები.
კუნძული ისკია ნეაპოლთან ახლოს მდებარეობს და ტრადიციულად მას უამრავი ტურისტი სტუმრობს. კუნძულზე სულ 50 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
1tv.ge
No comments:
Post a Comment