Pages

Monday, August 21, 2017

უახლესი კადრები სტიქიის ზონიდან - ფოტოამბავი


ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ადგილზე 250 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. როგორც „მოამბის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ცეცხლმოკიდებული ფერდობების მიმართულებით მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც მისადგომების გასაკეთებლად ხდება გზის გაყვანა.
ვერტმფრენები მუშაობას დილიდანვე განაახლებენ. სამაშველო ოპერაციაში ორი ქართული, ერთი აზერბაიჯანული და ორი თურქული ვერტმფრენი ჩაერთვება.
სტიქიის ზონაში რჩებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საგანგებო შტაბის სხვა წევრები.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, ბორჯომის რაიონის, სოფელ დაბის ტერიტორიაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ტერიტორიაზე 20 აგვისტოს დღისით გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. 
სახანძრო სამუშაოებს ართულებს გაძლიერებული ქარი და დაკვამლიანება, რაც ხელს უშლის მაშველებს ხილვადობაში.
რა ვითარებაა სტიქიის ზონაში - ფოტოამბავი შემთხვევის ადგილიდან.














ფოტოების ავტორი: მირიან მელაძე

1tv.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება



No comments:

Post a Comment