ამის შესახებ ინფორმაცია EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძემ მიაწოდა. მისი თქმით, გრანტმომატებულ სტუდენტთა რიცხვი წინა წლებთან შედარებით გაზრდილია.
„მთავრობის დადგენილებით 215- ათასი ლარი იყო გამოყოფილი იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურდათ გრანტის გაუმჯობესება. შედეგების მიხედვით, გრანტი ზოგს 100-%-იანი გაუხდა, ზოგს 70-იანი და დაახლოებით, 300 ადამიანს შეეხო ეს გრანტი.
შარშანდელთან შედარებით გაიზარდა დაფინანსებულ სტუდენტთა რიცხვი. შარშან 200-ზე მეტი იყო. წელს 300-ია“, – აღნიშნა ივა მინდაძემ.
სამასი სტუდნეტიდან იმათი რიცხვი უფრო მეტია, ვისაც საერთოდ არ ჰქონდა და მოიპოვა გრანტი. ყველაზე მეტმა, 131-მა, 50%-იანი გრანტი აიღო. 22-მა, ვისაც არ ჰქონდა გრანტი, 70%-იანი აიღო და 4-მა უგრანტო სტუდენტმა 100%-იანი დაფინანსება მიიღო.
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment