Pages

Tuesday, September 5, 2017

ვ ი დ ე ო - დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა






 

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე  ბესიკ ბუგიანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 
მოსამართლემ წარდგენილი - სსკ-ის 19-109 მუხლი 19-108 მუხლით გადააკვალიფიცირა და  დეკანოზ გიორგი მამალაძეს განზრახ მკვლელობის მომზადებაში დაედო ბრალი. ამასთან, დეკანოზ გიორგი მამალაძეს 2-წლიანი პატიმრობა იარაღის ნაწილშიც მიესაჯა.    
განაჩენის გამოცხადებას თავად დეკანოზი გიორგი მამალაძე არ დასწრებია. 
გიორგი მამალაძის საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ პირველ სექტემბერს გავიდა. 
დეკანოზ გიორგი მამალაძეს თავდაპირველად, ბრალად ედებოდა საპატრიარქოს მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ანგარების მოტივით, რაც 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. გარდა ამისა, მას ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა. 
დეკანოზი მერვე თვეა, რაც პატიმრობაშია. საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დეკანოზი გიორგი მამალაძე დანაშაულს არ აღიარებს.
1tv.ge 

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება



No comments:

Post a Comment