👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში ახალგაზრდა კაცმა სამი თანასოფლელი ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა.დაშავებულები თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. imedinews-ს ინფორმაციით, ორ მათგანს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. ჭრილობები მათ სხეულის სხვადასხვა არეში აქვთ მიყენებული.
წინასწარი მონაცამებით, შემთხვევას წინ უძღოდა ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment