Sunday, September 24, 2017

ერთმა მამაკაცმა 3 ადამიანი დაჭრა



👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში ახალგაზრდა კაცმა სამი თანასოფლელი ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა.
დაშავებულები თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. imedinews-ს ინფორმაციით, ორ მათგანს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. ჭრილობები მათ სხეულის სხვადასხვა არეში აქვთ მიყენებული.
წინასწარი მონაცამებით, შემთხვევას წინ უძღოდა ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში


No comments:

Post a Comment