Pages

Wednesday, September 13, 2017

ვიქტორ სანიკიძის ემოციური განცხადება ფეისბუქის პირად გვერდზე

 
 რამდენიმე წუთის წინ ცნობილმა ქართველმა კალათბურთელმა ვიქტორ სანიკიძემ ემოციური განცხადება გამოაქვეყნა ფეისბუქის პირად გვერდზე.
გთავაზობთ უ ც ვ ლ ე ლ ა დ:
Viktor Sanikidze
1 min · 
ეს არის ძალიან ემოციური მომენტი ჩემს ცხოვრებაში ...
ყველაზე დიდი სიმდიდრე , ყველაზე ძვირფასი და ფასდაუდებელი რაც მე მერგო წილად , არის ქართველი ხალხის სიყვარული , გულშემატკივრის თანადგომა , რომელთა მხარდაჭერასაც ვგრძნობდი ყოველ ფეხის ნაბიჯზე , თითოეულ გამართულ მატჩზე .. ეროვნულ ნაკრებში გატარებული წლები არის ოქროს წლები , ამისთვის დიდი მადლობა ჩემს ბიჭებს , ჩემს ძმებს , ვისთან ერთადაც ბევრი სირთულე გადამილახავს და რაც ყველაზე მთავარია ძალიან ბევრი ბედნიერი წუთი მქონია , მე თქვენთან ერთად გავიმარჯვე ამ ცხოვრებაში .
კალათბური იყო , არის და იქნება ჩემი ნაწილი , მინდა პირობა მოგცეთ , რომ სადაც არ უნდა ვიყო , რასაც არ უნდა ვაკეთებდე , ყოველთის ვიქნები საქართველოს ეროვნული ნაკრების ნომერ პირველი გულშემატკვარი 
დგეიდან მეც თქენსავით ვიჯდები ტრიბუნებზე და ისევე ვუგულშემატკივრებ ჩვენ ნაკრებს როგორც ეს წლებია თქვენ აკეთებთ , რადგან ზუსტად ვიცი რამდენს ნიშნავს ეს თითოეული ქართველი სპორცმენისთვის ...
მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თაობას.
დიდი მადლობა ყველას ვისაც კალათბურთი და საქართველო უყვარს !
Air Georgia Out 🎤🤛🏻✋🏻
❤️🇬🇪


No comments:

Post a Comment