Pages

Wednesday, September 13, 2017

ჯეჯელავა: ხუმრობა იყო, გორელებმა ვაშლის ნაცვლად სკოლაში ატამი მოითხოვესო


განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, რომ სკოლაში ვაშლის დარიგების გადაწყვეტილება მედიკოსებთან და კვების სპეციალისტებთან კონსულტაციით მოხდა. მინისტრმა ამის შესახებ ტელეკომპანია "მაესტროსთან" ისაუბრა. მისი თქმით, ვაშლი სკოლებში დიდი დასვენების დროს დარიგდება. 


"ვაშლი არის ნაკლებად ალერგიული და ყველაზე მეტად მისაღები, არჩევა მედიკოსებთან და კვების სპეციალისტებთან კონსულტაციით მოხდა. მთელ მსოფლიოში არის პრაქტიკა, რომ სასწავლო დაწესებულებებში კონკრეტულად ვაშლია. ხუმრობები იყო, რომ გორელებმა ატამი მოითხოვესო. ატამი ალერგიულია და ვინც არ უნდა მოითხოვოს არ შეიძლება ასე მასობრივად მისი გამოყენება. 
ჩვენ ვაბრუნებთ დიდ შესვენებებს, რომელიც ბოლო დროს შეკუმშული იყო. ეს გადაწყვეტილებაც მივიღეთ იმიტომ რომ წყნარად მირთმევის სასუალება ჰქონდეთ ბავშვებს ვაშლი იქნება თუ სხვა საკვები. ამ დიდი დასვენების დროს დარიგდება ვაშლი, თითო ვაშლს მიიღებს თითო მოსწავლე, ვისაც სურვილი არ ექნება, რა თქმა უნდა, არავინ დააძალებს რომ ასე მიირთვას", - განაცხადა ჯეჯელავამ. 
ipress.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment