Pages

Tuesday, September 19, 2017

როგორ ასწავლიან მასწავლებლები, რომლებიც ინოვატორებს ზრდიან?


👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ტონი ვაგნერი არის მსოფლიოში ცნობილი განათლების მკვლევარი,  ამჟამად მუშაობს ჰარვარდის უნივერსიტეტის  ინოვაციების ლაბორატორიაში, გთავაზობთ მის გამოსვლას Wise -ში  2015 წელს. მოცემულ გამოსვლაში ის საუბრობს, ისეთ  საკითხებზე, რაც ჩვენთვისაც  ძალზედ აქტუალურია.
“როდესაც ვამბობთ, რომ  კრეატიულობა უნდა იყოს სასკოლო  განათლების ცენტრში, სკეპტიკოსების მხრიდან ვაწყდებით  წინააღმდეგობას, ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ შემოქმედებითობა   განსაკუთრებული ტალანტია,  რომელიც მხოლოდ გამონაკლისებს   ეძლევათ.
 ყველა, ვინც ბავშვებთან ვმუშაობთ  ვიცით, რომ ეს არ არის მართალი:  ადამაინი ბავშვობიდან არის ცნობისმოყვარე, შემოქმედებითი და ფანტაზიის უნარის მქონე, ეს ადამიანის დნმ- ია.  4 წლის ბავშვები დღეში უამრავ შეკითხვას სვამენ, თუმცა უკვე 12 წლის ასაკში ისინი აცნობიერებენ, რომ უფრო მნიშვნელოვანია სწორი პასუხები, ვიდრე შეკითხვების დასმა. ისინი ხვდებიან, რომ სკოლა არა შემოქმედებითობის, არამედ ინფორმაციის ათვისების ადგილია.
 მეორე არასწორი მოსაზრება, რომელსაც სკეპტიკოსები ავითარებენ  არის ის, რომ  შემოქმედებითობა  კარგი რამაა, მაგრამ ის  სასკოლო პროგრამის მიღმა უნდა განივითარონ  მოსწავლეებმა.
   ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ცოდნის ათვისებას, რაც სასკოლო განათლების მთავარი ამოცანაა უამრავ ქვეყნაში, დღევანდელ პირობებში აღარ აქვს ღირებულება. დიდი ორგანიზაციებიც კი აღარ ენდობიან დიპლომებს და სერთიფიკატებს, რომელსაც ცნობილი უნივერსიტეტები გასცემენ, მაგალითად “Google”  უწინ სამსახურში იღებდა მხოლოდ საუკეთესო კურსდამთავრებულებს, მაგრამ როგორც მისამა ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა თქვა: ეს პრაქტიკა არ ამართლებს.  მათ თანამშრომელთა სამსახურში აყვანის სრულიად ახლი პოლიტიკა შეიმუშავეს, აღარ ითხოვენ უნივერსიტეტის ნიშნებს და  დიპლომს, ახალი  თანამშრომლების 15%-ს  საერთოდ არ აქვს უმაღლესი განათლება.  აყავთ ადამიენები, რომლებსაც შეუძლიათ რთული პრობლემების გადაჭრა.

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

  დღეს მსოფლიოს უნდა ადამინები, ვისაც აქვთ კრიტიკული აზროვნება,  ბევრი ცოდნა კი რასაც ტრადიციული სასკოლო  განათლება იძლევა, არ ნიშნავს  ინოვაციის უკეთეს უნარს. მაშინ ლოგიკურად  ჩნდება შეკითხვა:
 რა უნდა გავაკეთოთ, იმისთვის რომ  მოსწავლეებში ინოვაციის, შემოქმედებითობის უნარი განვავითაროთ?
   ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩავატარე  კვლევა და გამოვკითხე რამდენიმე ათეული წარმატებული  ადამიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადახვა სოციალური წრიდან,  ყველა მათგანმა დაასახელა სულ მცირე ერთი მასწავლებელი, რომელებმაც  გავლენა მოახდინეს მათზე.  შემდეგ მე გამოვკითხე მათ მიერ დასახელებული მასწავლებლები და  აღმოვაჩინე  5  განსხვავება მათი სწავლების  მეთოდებსა და ტრადიციულ სწავლებას შორის.  
როგორ ასწავლიან მასწავლებლები,რომლებიც ინოვატორებს ზრდიან?

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

 5 მთავარი განსხავავება:
  1. ტრადიციული სწავლება დაფუძნებულია მოსწავლეთა ინდივიდუალური მიღწვების  აღიარებაზე,  ეს კარგია, თუმცა ინოვაცია გუნდური სპორტია.  არ არსებობს ინოვაცია ღრმა თანამშრომლობის გარეშე.  ამიტომ მასწავლებლები, რომლებიც ინოვატორებს ზრდიან  ახალისებენ გუნდურ მუშაობას, კოლაბორაციას მოსწავლეებს შორის, აძლევენ მათ, რაც შეიძლება მეტ გუნდურ დავალებას.

  1. ტრადიციული სწავლება ახალისებს ვიწრო სპეციალიზაციას, ინოვაციას კი სჭირდება ინტერდისციპლინური სწავლება, ამიტომ  მასწავლებლები, რომლებიც ინოვატორებს ზრდიან  არ არინ ფოკუსირებული მხოლოდ ერთ საგანზე,  არამედ საკუთარი საგნის სწავლებისას ეხებიან ბევრ სხვა სფეროსაც და მათი დახმარებით ცდილობენ პრობლემის გადაჭრას.

        3.ტრადიციული სწავლება დაფუძნებულია კომფორმიზმზე და მომხმარებლურობაზე , აქ მხოლოდ ერთმა  იცის სიმართლე, ინოვციით დაინტერესებული მასწავლებლები ცდილობენ მოსწავლეები გახადონ არა      მომხმარებლები არამედ,   შემქმნელები. ეხმარებიან მათ მიაღწიონ უფრო მაღალ დონეს,  ასრულებენ მწვრთნელების როლს,  ვიდრე ექსპერტებისას.

  1. ტრადიციული სწავლება სჯის შეცდომების გამო, მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც ნაკლები რისკის გაწევისკენ უბიძგებს, ინოვაცია კი დაკავშირებულია რისკთან, შეცდომებთან მასზე დამყარებულ რეფლექსიასთან,  იციან რა ეს ყოველივე  ინოვაციით დაინტერესებულმა მასწავლებლებმა,  ახალისებენ შეცდომებს.

  1. ტრადიციული  სწავლება ახალისებს გარეგან მოტივაციას, ინოვატორები კი ყოველთვის შინაგანად არიან მოტივირებულნი, შინაგანი მოტივაციის განსავითარებლად წარმატებული  მასწავლებლები უნერგვენ  მოსწავლეებს  განცდას რომ  ამ ქვეყანაზე არ მოდიან  საკუთარი  თავის მსახურებისთვის, არამედ მათ უნდა შეცვალონ გარემო უკეთესობისკენ .  
როგორ უნდა  გარდავქმნათ  სასკოლო  სისტემები ტრადიციულიდან  თანამედროვეზე?
პირველ რიგში,  უნდა შევთანხმდეთ სწავლების მთავარ მიზნებზე , იმაზე რომ სკოლა მოსწავლეებს    უვითარებდეს   კრიტიკულ აზრონებას, პრობლების გადჭრის უნარებებს. მეორე,  უნდა  გვქონდეს ისეთი შეფასების სისტემა, რაც სწორედ  ამ  მიზნების მიღწევას შეაფასებს.   
ასეთი სისტემის შექმნისთვის აუცილებელია კვლევების დაფინასება განათლებაში “.

თარგმანი: მუხრან გულიაშვილი
rcs.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში


No comments:

Post a Comment