👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მსოფლიო ლიდერებს აფრთხილებს, რომ ბირთვული თავდასხმის საფრთხე, ამ დროისთვის, „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ, ყველაზე მაღალ დონეზეა. ამის შესახებ გენმდივანმა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
იანვრის შემდეგ, მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნიდან, გუტიერეში მსოფლიოში შექმნილ ვითარებაზე მოხსენებით პირველად გამოვიდა და მასში „ბირთვული საფრთხე“ წარმოაჩინა, როგორც მთავარი საშიშროება.
„მილიონობით ადამიანი ცხოვრობს შიშის ჩრდილის ქვეშ, რომელიც პროვოცირებულია ბირთვული და სარაკეტო გამოცდებით ჩრდილოეთ კორეის მიერ“, - განაცხადა გუტიერეშმა. მანვე აღნიშნა, რომ თავშეუკავებელმა საუბრებმა, შესაძლოა, ფატალური გაუგებრობები გამოიწვიოს.
ipn.ge
No comments:
Post a Comment