Pages
▼
Wednesday, September 27, 2017
დღეს საღამოდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
27 სექტემბერს დღის ბოლოდან და 28 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესება, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, დღეს დღის ბოლოდან და ხვალ მოსალოდნელია: ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ელჭექი, ნისლი, წვიმა, ზოგან ძალიან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლჭყაპი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ჰაერის ტემპერატურა 28 სექტემბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17, +22, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +13, +18 გრადუსამდე დაიკლებს. დედაქალაქში წვიმა და ხვალ ნისლია მოსალოდნელი.
ipn.ge
👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
No comments:
Post a Comment