Pages

Wednesday, September 27, 2017

საქართველოში პირველად პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი ჩატარდება


👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, პირველად საქართველოში, პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოების კონკურს აცხადებს. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.
პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოება წარმოადგენს ღია კონკურსს, სადაც გამოვლინდებიან პირველ და მეორე ადგილზე გასული გამარჯვებულები შემდეგ ოთხ კატეგორიაში:
    TVET Award Trophy Final 3D
  1. წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება – ამ კატეგორიაში დაჯილდოვდება ავტორიზებული საჯარო ან კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების პროგრამების განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის მიწოდებას უზრუნველყოფს.
  1. წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი – ამ კატეგორიაში დაჯილდოვდება ბიზნესი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების საქმეში, ქვეყნის პროფესიული განათლების სისტემის მხარდაჭერის გზით.
  1. წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი– ამ კატეგორიაში დაჯილდოვდება ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომელი, რომელიც ნერგავს თანამედროვე სწავლების მეთოდებს და ხელს უწყობს პროფესიული განათლების ხარისხისა და რეპუტაციის ამაღლებას.
  1. წლის პროფესიული განათლების სტუდენტი – ამ კატეგორიაში გამოვლინდება პროფესიული განათლების სტუდენტი, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო 
  2. შედეგს, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული სწავლების მიმართულებით.
👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილოდებით გამოვლინდება ბოლო დროს განხორციელებული წარმატებული რეფორმები და საუკეთესო პრაქტიკის ისეთი მაგალითები, რომლებიც ხელს უწყობს თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული განათლების განვითარებას ქვეყანაში. პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოების მიზანია პროფესიული განათლების იმიჯისა და რეპუტაციის ამაღლება, მისი მნიშვნელობისა და პრესტიჟის აღიარება, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებში, ასევე ინდივიდებში.
დეტალური დოკუმენტაცია და ონლაინ განაცხადის ფორმა ატვირთულია დაჯილდოების ვებ-გვერდზე: www.awardtvet.ge. განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2017 წლის 6 ოქტომბერი. კანდიდატები შეფასდება დამოუკიდებელი ჟიურის მიერ. გამარჯვებულები გამოცხადდება პროფესიული განათლების გალა დაჯილდოებაზე, რომელიც გაიმართება 2017 წლის 31 ოქტომბერს.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სერთიფიკატებით და სპეციალური პრიზებით. ღონისძიების გენერალური სპონსორია – ქალბატონი ინა გუდავაძე – პატარკაციშვილი.
edu.aris.ge
👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment