👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად
ჰონ-კონგის გასართობი პარკის „საშინელებათა ოთახში“ დამთვალიერებლის გვამი იპოვეს. ინფორმაციას South China Morning Post-ი ავრცელებს.
პარკის პერსონალის განცხადებით, სავარაუდოდ, დამთვალიერებელი „საშინელებათა ოთახის“ იმ ნაწილში მოხვდა, რომელიც მომხმარებლებისთვის არ არის განკუთვნილი და გარდაცვალების მიზეზიც, ატრაქციონის დამხმარე კონსტრუქცია გახდა.
გამოძიება სიკვდილის მიზეზად პარკის ხელმძღვანელობის დაუდევრობას ასახელებს. „საშინელებათა ოთახის“ დამხმარე ნაგებობის შესასვლელთან არ იყო განთავსებული გამაფრთხილებელი ან ამკრძალავი ნიშანი.
ეს იყო ბოლო 15 წლის მანძილზე აღნიშნულ გასართობ პარკში დამთვალიერებლის სიკვდილის პირველი შემთხვევა. საქმეს პოლიცია იძიებს.
imedinews.ge
👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად
No comments:
Post a Comment