Pages

Saturday, September 16, 2017

ეგვიპტის სააპელაციო სასამართლომ ექსპრეზიდენტს უვადო პატიმრობა შეუფარდა

ეგვიპტის სააპელაციო სასამართლომ ქვეყნის ექსპრეზიდენტის მუჰამედ მურსის ვერდიქტი დაამტკიცა და კატარის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის უვადო პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ Indianexpress-ი წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ უვადო პატიმრობა ეგვიპტის კანონების მიხედვით 25 წელს უდრის.
აპრილში, კაიროს სისხლის სამართლის სასამართლომ ექსპრეზიდენტის მუჰამედ მურსის 20 მხარდამჭერი 2013 წელს პოლიციელების მკვლელობისთვის სიკვდილით დასაჯეს.
მურსიმ პირველი ვერდიქტი 2016 წლის ივნისში მიიღო მას შემდეგ, რაც ის თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულეს. ის ეგვიპტის შესახებ საიდუმლო ინფორმაციას კატარს, კერძოდ ტელევიზია ალ ჯაზირას აწვდიდა.
imedinews.ge
👉  მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment