Pages

Tuesday, September 12, 2017

საერთაშორისო ექსპერტები სტუ-ში ინგლისურენოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციასთან დაკავშირებით


5-6 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდნენ საერთაშორისო ექსპერტები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციასთან დაკავშირებით.

👉  მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად  


6 სექტემბერს სააკრედიტაციო კომისიის მიერ განხილული იქნა "მდგრადი ურბანისტიკის" ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა.

მდგრადი ურბანისტიკის პროგრამის ექსპერტიზაზე მუშაობენ უცხოელი სპეციალისტები: ჰერმან ნეუკერმანსი, ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე (ლუვენის უნივერსიტეტი, ბელგია) და ბალინტ ქადარი (ბუდაპეშტის ტექნოლოგიებისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი, ურბანული დიზაინის ფაკულტეტი, უნგრეთი) და ქართველ ექსპერტთა ჯგუფი: ლალი გიორგაძე (ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი), ნანა იაშვილი (აპოლონ ქუთათელაძის სახ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია), ირაკლი ჟვანია (კომპანია "გეოგრაფიკი"), ია კუპატაძე (ილიას სახელწიფო უნივერსიტეტი) და არქიტექტორი გიორგი ქურდიანი.

ექსპერტებს შეხვედრა ჰქონდათ სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან - ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დოქტორანტებთან, პოსტდოქტორანტებთან, სამეცნიერო ხელმძღვანელებთან, პროგრამაში ჩართულ პედაგოგიურ შემადგენლობასთან, ფაკულტეტის დეკანთან, ხარისხის სამსახურის წარმომადგენლებთან და დამსაქმებლებთან. ასევე, გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან.

უნივერსიტეტში სტუმრობისას სტუმრებმა დაათვალიერეს სასწავლო დაწესებულება, ადმინისტრაციული და არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის კორპუსები, აუდიტორიები და ბიბლიოთეკა. 

დღის ბოლოს გაიმართა შეხვედრა მრგვალ მაგიდასთან, სადაც კომისიამ გამოაცხადა "მდგრადი ურბანისტიკის" პროგრამასთან დაკავშირებული პირველი შთაბეჭდილებები და რეკომენდაციები.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალურად ექსპერტების ანგარიში წარმოდგენილი იქნება 2 კვირის - 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment