Pages

Tuesday, September 12, 2017

NATO-ს კიბერ პლატფორმა სილიკონ ველი თბილისში შეიქმნება

სილიკონ ველი თბილისის სივრცეში არსებულ კიბერ უსაფრთხოების ლაბორატორიაში, ნატოს სამეკავშირეო ოფისის პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიბერ პლატფორმა განთავსდება. 

პლატფორმის მიზანს კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, კიბერ შეტევებისა და თავდაცვის შესახებ განახლებული ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიწოდების უზრუნველყოფა, არსებული რისკების პრევენცია და მიზნობრივი ჯგუფების გადამზადება წარმოადგენს. 
პროექტის ფარგლებში მოხდება ნატოს სამეკავშირეო ოფისის პროფესიული განვითარების პროგრამის საგანამანათლებლო სრტუქტურებთან დაახლოება და ახალი თაობის ჩართულობის ამაღლება მომავლის პროფესიების განვითარებაში.

👉  მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად   

იგეგმება საინფორმაციო ონლაინ პლატფორმის შექმნა, იმისთვის, რომ ყველა დაინტერესებულმა მხარემ შეძლოს კიბერ დანაშაულისგან თავდაცვის უნარიანობის ამაღლება და სატელეკომუნიკაციო საშუალებების მოხმარების დროს კიბერ ჰიგიენის დაცვა. 

პლატფორმის პრეზენტაცია 21 სექტემბერს სილიკონ ველი თბილისის სამუშაო სივრცის გახსნაზე გაიმართება.
ipn.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment