უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროკურატურის ღონისძიებაზე გამოყენებული რუკის გამო ქართულ მხარეს ბოდიში მოუხადა. ღონისძიების დროს, საქართველო ოკუპირებული რეგიონების გარეშე იყო გამოსახული. ამის შესახებ ინფორმაციას 1tvავრცელებს.
28 სექტემბერს უკრაინის მთავარი სამხედრო პროკურორი ანატოლი მატიოსი ოდესაში გამართულ ბრიფინგზე გამოდიოდა რუკის ფონზე, რომელზეც საქართველო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე იყო გამოსახული. ამის შესახებ Facebook-ზე უკრაინაში საქართველოს საელჩოს ყოფილმა პრესატაშემ ბაჩო ქორჩილავამ დაწერა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment