Pages

Friday, September 29, 2017

28-29 სექტემბერს დედამიწაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი ფიქსირდება


28-29 სექტემბერს დედამიწა მზის ქარიშხლის ნაკადში მოჰყვა, რის გამოც პლანეტაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი ფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაციას NOAA ავრცელებს.
მაგნიტური ქარიშხლის დონემ G3-ს მიაღწია.
მაგნიტური ქარიშხლის დროს კიდევ უფრო აქტიურდება ჩრდილოეთის ციალი, რომელიც განსაკუთრებით კარგად ამ დღეების განმავლობაში მიჩიგანის შტატის სამხრეთით, ილინიოსში, მინესოტაში, ვისკონსინსა და ვაშინგტონში ჩანს. NOAA-ს ცნობით, შემდეგი 24 საათის განმავლობაში პლანეტაზე არსებული ქარიშხლების გაგრძელების საფრთხე 60-80%-ია.
გასულ ღამეს შვედეთში ჩრდილოეთის ციალი იმდენად მკვეთრი იყო, რომ მისი დანახვა ნისლისა და ურბანული განათების მიუხედავად იყო შესაძლებელი.

imedinews.ge

No comments:

Post a Comment