მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად ორი მამაკაცი გარდაიცვალა
ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან 30-წლამდე ასაკის ორი მამაკაცი ჩამოვარდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცები გარდაცვლილი დახვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლია სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთოების წესების დარღევევას, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. ipn.ge
No comments:
Post a Comment