რუსეთის კომუნიკაციების მინისტრის, ნიკოლაი ნიკიფოროვის განცხადებით, ის ინტერნეტ-საიტები, რომლებიც რუსულ კანონმდებლობას არ დაემორჩილებიან, ქვეყნის ტერიტორიაზე ვერ იმუშავებენ. ინფორმაციას РИА Новости ავრცელებს.
მოქმედი კანონის თანახმად, ვებგვერდები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებზე პერსონალურ ინფორმაციას ფლობენ, რუსულ სერვერებზე უნდა განათავსონ. საუბარია ისე ქსელებზწე როგორებიცაა: WhatsApp-ი, Viber-ი, Google, Facebook-ი და Telegram-ი.
„ტელეგრამი და სხვა საიტები, რომლებიც ჩვენს კანონმდებლობას არ დაემორჩილებიან, დაიბლოკებიან. ეს შეეხება არა მხოლოდ ტელეგრამს, არამედ ვაიბერს, გუგლს და ფეისბუკსაც“ - აღნიშნა ნიკოფოროვმა.
ნიკიფოროვის განცხადებით, ის ხვდება რომ ფეისბუქსა და სხვა სოციალურ ქსელებს რუსეთში მომხმარებელთა დიდი რაოდენობა იყენებს, თუმცა ამ შემთხვევაში კანონზე მაღლა ეს მონაცემები ვერ დადგება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment