კატალონიის პარლამენტის დეპუტატმა, პარტია "ეროვნული ერთიანობის" წარმომადგენელმა კარლეს რიერამ განაცხადა, რომ კატოლონიის დამოუკიდებლობაზე ხმის მიცემის პროცედურა, შესაძლოა ეკლესიებსა და საავადმყოფოებში ჩატარდეს.
რიერას თქმით, რეფერენდუმის ორგანიზატორები შესაძლოა ამ ნაბიჯზეც წავიდნენ, თუ ესპანეთის მიერ დაქვემდებარებული კატალონიის პოლიცია, სკოლებში ხმის მიცემის ჩატარების უფლებას არ მისცემს.
"ხელისუფლებას არ შეუძლია დახუროს ისეთი საჯარო დაწესებულება, როგორებიცაა საავადმყოფო და ეკლესია", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
დღეს, ესპანეთის ხელისუფლებამ, კატალონიაში 2,315 საარჩევნო უბნიდან, 1,3 ათასამდე დაბლოკა. ერთ-ერთ უბანთან კი, სროლაც მოხდა, რომლის დროსაც 4 ადამიანი დაშავდა. სროლა ადგილობრივი დროით 22:00 საათზე სკოლის შენობასთან მოხდა, სადაც რეფერენდუმის დაცვის კომიტეტის წევრები პოლიციას საარჩევნო უბნის დალუქვის საშუალებას არ აძლევდნენ.
კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმის შესახებ კანონი 7 სექტემბერს მიიღო. კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფის რეფერენდუმი ხვალ, 1 ოქტომბერსაა დანიშნული.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment