შსს ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ინციდენტზე კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს. უწყების ცნობით, ახალგაზრდა კაცის დასახმარებლად სასწრაფო, პირველად, სწორედ პატრულის თანამშრომელმა გამოიძახა. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, პატრულ-ინსპექტორის შეტყობინება 112-ში მოქალაქეებზე ადრე შევიდა.
"112-დან მიღებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, პატრულ-ინსპექტორმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების თაობაზე შეტყობინება 16:59:18 საათზე განახორციელა. ამავე თემაზე, აღნიშნული მისამართიდან, მომდევნო ზარი მოქალაქის მხრიდან, „112“-ში 16:59:50 საათზე დაფიქსირდა.
საპატრულო პოლიციის მიერ „112“-ში ზარის დაფიქსირებისთანავე, შეტყობინება გადაეცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილზე 17 საათსა და 08 წუთზე მივიდა" - ამბობენ უწყებაში.
ნუცუბიძეზე 33 წლის კაცი გუშინ იმ დროს გარდაიცვალა, როცა მას სამართალდამცველები ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ. საქმეზე გამოძიება დაიწყო.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment