Pages

Thursday, October 26, 2017

მეჭიაურის საქმეზე გადაწყვეტილება სააპელაციოში გასაჩივრდა

მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ თამაზ მეჭიაურისთვის დაკმაყოფილებული სარჩელი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.
"დღეს, ჩვენთან შემოვიდა ოთხი სუბიექტის სარჩელი ცალ-ცალკე. მათ შორის: თიანეთის მე–19 ოლქის, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრისა“ და ლელა ქიტესაშვილის. ოთხივე სარჩელი ერთი მოთხოვნითაა - გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება თიანეთის ოლქში არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. ოთხივე სარჩელი დაერთო საქმის მასალებს და გაგზავნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოში", – თქვეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში. 
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ცნობით, 18:00 საათამდე მათთან საქმის მასალები შესული არ არის, თუმცა, სასამართლოში აცხადებენ, რომ საარჩევნო დავებზე საჩივარი შესაძლოა 18:00 საათის შემდეგაც დაარეგისტრირონ. 
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება თამაზ მეჭიაურის სასარგებლოდ მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მეჭიაური თიანის მერი იქნება.
თამარ მეჭიაური სასამართლოში აპროტესტებდა საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, რის საფუძველზეც ბათილი ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა, შედეგად კი თიანეთში ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა გაიმარჯვა. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment