"ბედნიერების რეცეპტი“ ალბერტ აინშტაინისგან ისრაელის აუქციონზე, 1,6 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
1921 წელს ფოტოელექტრონული ეფექტის განსაზღვრებისთვის და თეორიულ ფიზიკაში შეტანილი წვლილისთვის ნობელის პრემიის მიღების შემდეგ, აინშტაინი ლექციების წასაკითხად იაპონიაში გაემგზავრა. იქ, სასტუმროს ნომერში მას წერილები მიუტანეს. აინშტაინს არ აღმოაჩნდა წვრილი ფული გასამრჯელოსთვის, მან კურიერს ორი ჩანაწერი გადასცა და უთხრა, რომ მომავალში მათი ფასი ძალიან გაიზრდებოდა.
ერთ-ერთი ჩანაწერი სასტუმროს ოფიციალურ ბარათზეა შესრულებული და შემდეგი შინაარსისაა: „მშვიდი და თავმდაბალი ცხოვრება ადამიანს უფრო აბედნიერებს, ვიდრე წარმატებისკენ სწრაფვა, რომელსაც მუდმივი ნერვიულობა ახლავს თან.“
მეორე კი სუფთა ფურცელზეა დაწერილი: “სადაც არის ნება, იქ არის შესაძლებლობაც.“
imedinews.ge
No comments:
Post a Comment