Pages

Wednesday, October 25, 2017

ეროვნული ბანკი: წელს ქვეყნის ეკონომიკა 4.5 %- ით გაიზრდება

ეროვნული ბანკის პროგნოზით, წელს ქვეყნის ეკონომიკა 4.5 %- ით გაიზრდება. იმის მიუხედავად, რომ 8 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 4.7 % შეადგინა, ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ შიდა მოთხოვნა და ზოგადად ეკონომიკური აქტივობა კვლავ პოტენციურ დონეზე ნაკლებია და შესაბამისად, ინფლაციაზე მოთხოვნის მხრიდან ზეწოლის რისკებს არ ქმნის.  
რაც შეეხება ეკონომიკურ აქტივობებს, ეროვნული ბანკის განცხადებით, ამას საგარეო სექტორი განაპირობებს.  „ეკონომიკური აქტივობის წახალისება მნიშვნელოვანწილად განაპირობა საგარეო სექტორის გაუმჯობესებამ, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისიდან გამოიკვეთა და ამ ეტაპზეც ნარჩუნდება. მაღალი ტემპით ზრდას განაგრძობს როგორც საქონლის ექსპორტი, ასევე შემოსავლები ტურიზმიდან. კვლავ მატულობს ფულადი გზავნილების მოცულობაც, თუმცა საგარეო შოკამდე არსებულ დონეს ის ჯერ კიდევ ჩამორჩება. ამასთან, ზომიერად იზრდება იმპორტი. საგარეო მოთხოვნის ზრდას ხელს უწყობს როგორც სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკების გაჯანსაღება, ასევე კონკურენტული რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი. ეს კი აისახება საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებაში," -ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment