Pages

Tuesday, October 24, 2017

თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

2
👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში შესაძლო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია "იმედს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
"მედიაში გასული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. ამ ეტაპზე მიდის დაკითხვები", - განაცხადეს შსს-ში.
თბილისის 67-ე საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი ნათია მახარაშვილი ამავე სკოლის ქიმიის მასწავლებელს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
ქიმიის მასწავლებელი ეთნიკურ ნიადაგზე მოსწავლის შეურაცხყოფას უარყოფს. დირექტორის თქმით, თუ ფაქტი დადასტურდება, "სკოლა თვალს ვერ დახუჭავს და იქნება რეაგირება".
საქმეს განათლების სამინისტრო სწავლობს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment