Pages

Tuesday, October 31, 2017

პარლამენტი ნდობის ჯგუფის შექმნის საკითხს დღევანდელ პლენარულ სესიაზე განიხილავს

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

საპარლამენტო უმრავლესობა ნდობის ჯგუფის შექმნის საკითხს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სესიაზე განიხილავს. თემა სესიაზე სავარაუდოდ მეორე საკითხად გავა. იმის გათვალისწინებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ ხუთი კაცისგან შემდგარ ნდობის ჯგუფში დარჩენილ ერთ ადგილს ვერ ინაწილებენ, საკანონმდებლო ორგანოს ჯგუფის დაკომპლექტება ოთხი წევრისგან მოუწევს.
მეხუთე კვოტის პრეტენდენტები სალომე სამადაშვილი და ირმა ინაშვილი არიან. ჯგუფში იქნებიან: უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირაკლი აბესაძე.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ თუკი იარსებებს კანონის შეცვლის მოთხოვნა, გუნდი მზადაა გაიაროს კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან და განიხილონ ნდობის ჯგუფის წევრთა გაზრდის ან შემცირების საკითხი. მისივე თქმით, აუცილებელია საზოგადოების სწორი ინფორმირება - ნდობის ჯგუფის შექმნა არ არის მხოლოდ სამთავრობო გუნდის მოთხოვნა, მისი შექმნა კანონმდებლობითაა გათვალისწინებული.
რაც შეეხება მეხუთე წევრის არჩევას, ამისათვის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატის სალომე ზურაბიშვილის ხმა არის საჭირო, ის კი არცერთი კანდიდატის მხარდაჭერას არ აპირებს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment